თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ ბარდუბნის მოსახლეობას შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე სოფელ ბარდუბნის მოსახლეობას სოფლის მაჟორიტარ დეპუტატთან და ინფრასტრუქტურული სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს მდინარე ყვირილაზე არსებული აჯამეთის ხიდის რეაბილიტაციის საკითხი, რომლითაც ოთხი სოფლის მოსახლეობა სარგებლობს.
მანუჩარ რობაქიძის თქმით, ხიდის განახლება მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ის აკავშირებს აჯამეთის ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო სახნავ-სათესი მიწებს და საძოვრებს.
მერის განცხადებით, პირველ ეტაპზე საჭირო იქნება ინფრასტრუქტურული ობიექტის პროექტირება, რის შემდეგაც, შესაბამისი ვადების გათვალისწინებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.
თაგები:
თერჯოლა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა