
ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე სოფელ ჭოგნარის ბადრი ბასილაძის სახელობის საჯარო სკოლის 140 წლის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო.
მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად, სასკოლო საზოგადოებას საიუბილეო თარიღი მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.
"დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენი მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში. ვზეიმობთ მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხნის, ჭოგნარის სკოლის დაარსებიდან 140 წლის იუბილეს - ღირსშესანიშნავ თარიღს. 140 წელი მხოლოდ რიცხვი არ არის, ეს არის ისტორია, რომელიც შექმნეს თავდადებულმა მასწავლებლებმა, მიზანდასახულმა მოსწავლეებმა. ამ კედლებში აღიზარდა არაერთი ღირსეული მოქალაქე, პროფესიონალი, რომლებიც დღეს, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. დარწმუნებული ვარ, ეს სკოლა მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს თავის საგანმანათლებლო მისიას“, - განაცხადა მანუჩარ რობაქიძემ.
ღონისძიებას მერის მოადგილეები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
თაგები:
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს