თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოხუცებს სააღდგომოდ სასურსათო ნობათი გადასცა

ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოხუცებს სასურსათო ნობათი გადასცა.
მანუჩარ რობაქიძემ, ბენეფიციარები საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან, მაჟორიტარ დეპუტატებთან და მერიის სოციალური სამსახურის უფროსთან ერთად მოინახულა.
მიმდინარე კვირაში სააღდგომო ნობათი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 100-ზე მეტ მარტოხელა მოხუცს გადაეცემა.
თაგები:
თერჯოლა







