
ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ სოფელ ბარდუბანში, მდინარე ყვირილაზე არსებული აჯამეთის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
მანუჩარ რობაქიძე საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან, მოადგილეებთან და მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ვერულაშვილთან ერთად სამუშაოების მწარმოებლებს შეხვდა და დეტალურად გაეცნო მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობის ხარისხს და ვადებს.
მანუჩარ რობაქიძის თქმით, ხიდის განახლება მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ის აკავშირებს აჯამეთის ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო სახნავსათეს მიწებსა და საძოვრებს. მერის განმარტებით, არსებული ხიდით რამდენიმე სოფელი სარგებლობს,ამიტომ უმნიშვნელოვანესია პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ( 2026.07-2027.08) ხარისხიანად შესრულდეს.
დღესვე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები სოფელ გოდოგანში, ხორხის უბანთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ, ამ ეტაპზე პროექტზე უკვე დასრულებულია გზის ბეტონის საფარის მოწყობა, ორ ლოკაციაზე კი საყრდენი კედლებისა და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ორივე ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მასზე 1 500 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებას, გაზრდის საგზაო უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს სოფლების სატრანსპორტო ხელმისაწვდომობას.
თაგები:
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს