
ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან, მოადგილეებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, აფხაზეთის ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, კახაბერ ბრეგვაძის სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო.
კახაბერ ბრეგვაძეს, დღეს, 54 წელი შეუსრულდებოდა.
თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიის სასულიერო პირებმა გმირის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
მემორიალზე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, კახაბერ ბრეგვაძის ოჯახის წევრები, მეგობრები და სამხედრო პირები იმყოფებოდნენ, რომლებმაც მისი გმირობის ისტორია გაიხსენეს.
კახაბერ ბრეგვაძე აფხაზეთის ომში 1993 წელს, 21 წლის ასაკში გმირულად დაიღუპა.
თაგები:
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს