თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბიბლიოთეკებს და მათ მკითხველებს წიგნის ჩუქების დღე მიულოცა

ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბიბლიოთეკებს და მათ მკითხველებს წიგნის ჩუქების დღე მიულოცა.
ამ დღესთან დაკავშირებით მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად წიგნები გადასცა საჩუქრად სოფელ გოგნის ახლად გახსნილ ბიბლიოთეკას, რომელიც რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ადგა და მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მარტიდან ფუნქციონირებს.
ხელმძღვანელი პირები დღესვე ქ. თერჯოლის საჯარო და საბავშვო ბიბლიოთეკას, ჭოგნარის, სიქთარვის და ქვ. სიმონეთის ბიბლიოთეკებს ეწვივნენ, წიგნები გადასცეს საჩუქრად და წარმატებები უსურვეს.
თერჯოლის მერის თქმით, ბიბლიოთეკების არსებობა, წიგნადი ფონდი, ახალგაზრდების განათლებაზე ზრუნვა და ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ბოლო წლებში საბიბლიოთეკო საქმიანობა 4 სოფელში განახლდა და მომავალში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მათ ფუნქციონირება-განვითარებას.
საგანმანათლებლო ღონისძიება, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და ა(ა)იპ თერჯოლის სახელოვნებო განათლების, კულტურისა და ტურიზმის მუნიციპალური ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
23 აპრილი წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე, საქართველოში 2019 წელს დაწესდა და მისი მიზანია წიგნის პოპულარიზაცია და მომავალი თაობისათვის წიგნის სიყვარულის გაზრდა-დანერგვა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია ამ დღესთან დაკავშირებულ აქტივობებს, უკვე მესამე წელია, უერთდება.
თაგები:
თერჯოლა








