თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დელეგაციას უმასპინძლა


ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დელეგაციას უმასპინძლა, რომლის შემადგენლობაში ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს კუეიჭოუს პროვინციის ექსპო ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები არიან.
თერჯოლის მერთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობას, ასევე რეგიონის ბიზნესასოციაციებს და ღვინის საწარმოებთან პარტნიორობას.
მანუჩარ რობაქიძემ საქართველო-ჩინეთის, მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება და სტუმრებს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის შესახებ ესაუბრა.
შეხვედრას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ნიკა კვერნაძე, იმერული ღვინის ასოციაციის ხელმძღვანელი ქეთევან ჯურხაძე და თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მერიაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, მანუჩარ რობაქიძემ ჩინური დელეგაციის წევრებს თერჯოლის მეღვინეობა "ხარება" დაათვალიერებინა.
თაგები:
თერჯოლა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა