თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მრავალშვილიან ოჯახებს საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა

ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მრავალშვილიან ოჯახებს საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მანუჩარ რობაქიძემ სოციალური დახმარების ბენეფიციარი ოჯახები საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად მოინახულა.
სოციალური აქცია მერიის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ორგანიზებით განხორციელდა.
თერჯოლის მერის ინიციატივით, მსგავსი ტიპის აქციები ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ინტენსიურად ეწყობა და მოქალაქეების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამა უკვე მესამე წელია, მოქმედებს და ამ დრომდე დახმარება 80-მდე ოჯახმა მიიღო
თაგები:
თერჯოლა








