თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა N2 საჯარო სკოლაში პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე ქალაქ თერჯოლის N2 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, მან სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
"მინდა აღვნიშნო, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტში წელს სულ 260 პირველკლასელი გვყავს. თითოეული მათგანი ჩვენი მომავლის საყრდენი, ჩვენი ძალა და იმედია. გულით მიხარია, თითოეული პატარა მოსწავლის არსებობა და ვუსურვებ, რომ ეს გზა მათთვის სავსე იყოს ახალი აღმოჩენებით, ბედნიერი მოგონებებით და წარმატებებით", - განაცხადა მანუჩარ რობაქიძემ.
თაგები:
თერჯოლა










