თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, 4 სოფლის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, 4 სოფლის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. მანუჩარ რობაქიძე ადგილზე გაეცნო რეაბილიტაციის პროცესს: ჭოგნარში, სარბევში, თუზსა და ნავენახევში და სამუშაოების მწარმოებლებისგან პროექტის დეტალები მოისმინა.
სოფელ ჭოგნარში მიმდინარეობს ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, პროექტი გარდამავალია და დასრულდება 2026 წელს, პროექტის ფარგლებში არმირებული ბეტონის საფარით რეაბილიტაცია ჩაუატრდება 1,4 კმ გზას. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 685543 ლარს.
სოფელ სარბევში მიმდინარეობს საუბნო გზის (ავალიანების უბანი) სარეაბილიტაციო სამუშაოები, პროექტი გარდამავალია და სამუშაოები დასრულდება 2026 წელს, პროექტის ფარგლებში არმირებული ბეტონის საფარით რეაბილიტაცია ჩაუატრდება 900 გრძ/მ გზას. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 248855 ლარს.
სოფელ თუზში თავასასთან დამაკავშირებელი გზა ეწყობა, პროექტის ფარგლებში არმირებული ბეტონის საფარით რეაბილიტაცია ჩაუატრდება 400 გრძ/მ გზას. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 173105 ლარს.
სოფელ ნავენახევში საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, პროექტის ფარგლებში არმირებული ბეტონის საფარით რეაბილიტაცია ჩაუატრდება 900 გრძ/მ გზას. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 350000 ლარს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტი, 2026 წელს, რეგიონული განვითარების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 20 საგზაო პროექტს ახორციელებს. მიმდინარე წელს გზების მოწყობა-რეაბილიტაციაზე 4 426 236 ლარი დაიხარჯება.
თაგები:
თერჯოლა










