თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ ახალთერჯოლაში მცხოვრებ ეკატერინე არაბიძეს 103-ე დაბადების დღე მიულოცა

ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ახალთერჯოლაში მცხოვრებ ეკატერინე არაბიძეს 103-ე დაბადების დღე მიულოცა.
მერმა იუბილარს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა. მანუჩარ რობაქიძის განცხადებით, ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვა და მათი დაფასება მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.
103 წლის შესრულებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერიისგან ეკატერინე არაბიძეს ფულადი დახმარების სახით 1000 ლარი გადაეცემა.
თაგები:
თერჯოლის მუნიციპალიტეტი







