
ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ მეტლახში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
ორი სოფლის ქვედა ალისუბანი-მეტლახის დამაკაშირებელი გზის პროექტის ფარგლებში, არმირებული ბეტონის საფარით რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1,2 კმ გზას. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 395 976 ლარს. პროექტი გარდამავალია და სამუშაოები დასრულდება 2026 წელს.
საგზაო პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მოწესრიგებული გზის საფარით 2000-მდე ადგილობრივი მოსახლე ისარგებლებს.
თაგები:
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს