თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ ზედა სიმონეთის ახლად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლაში დავით კლდიაშვილის ბიუსტი გახსნა

ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ სოფელ ზედა სიმონეთის ახლად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლაში მწერალ დავით კლდიაშვილის ბიუსტი გახსნა.
მანუჩარ რობაქიძემ მწერლის ღვაწლზე ისაუბრა და ამ დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე, მერის მოადგილეები - ზვიად ბაზაძე და მირზა ქოჩიაშვილი ესწრებოდნენ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.
დავით კლდიაშვილის ბიუსტი ადგილობრივი ბიზნესმენ დავით გვენეტაძის ფინანსური მხარდაჭერით, მოქანდაკე გიორგი კიკვიძემ შექმნა.
თაგები:
თერჯოლა










