თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ვაჟა კუბლაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის ახლად რეაბილიტირებული შენობა გახსნა


ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ ვაჟა კუბლაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის ახლად რეაბილიტირებული შენობა გახსნა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუსიკო სკოლაში, რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, სრული რეაბილიტაცია განხორციელდა - შეიცვალა სახურავი, შეკეთდა და შეიღება გარე ფასადი, შემოიღობა და გამწვანდა სკოლის ეზო, დამონტაჟდა გათბობის ახალი სისტემა და განახლდა ინვენტარი. სამუსიკო სკოლაში, ამჟამად, 4 სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებით 173 მოსწავლე სწავლობს.
დღესვე, ღონისძიების ფარგლებში, გაიხსნა მომღერლისა და სახალხო არტისტის ვაჟა კუბლაშვილის ბიუსტი.
მერთან ერთად, სამუსიკო სკოლის გახსნის საზეიმო ღონისძიებას პარლამენტის წევრი ზვიად შალამბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გოგბერაშვილი და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
თერჯოლის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციისთვის ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჯამში, დაახლოებით, 1 მლნ ლარი დაიხარჯა.
თაგები:
თერჯოლა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს