
ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2026 წლის 3 ივნისს მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დაამტკიცა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე უძღვებოდა.
სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ლაშა ლანჩავას, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ბადრი ბუცხრიკიძის და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ბიძინა ბუცხრიკიძის მიერ წარმოდგენილ საკითხებს.
აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, იურიდიულ საკითხთა კომისიის, ფრაქცია "ქართული ოცნების“ და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.
საკითხების წარმოდგენის შემდგომ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატების შეკითხვებს კომისიის თავმჯდომარეებმა უპასუხეს.
სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილეები - ზვიად ბაზაძე, მირზა ქოჩიაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თაგები:
თერჯოლა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს