
ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2026 წლის 1 ივლისს მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დაამტკიცა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით გოგბერაშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ბადრი ბუცხრიკიძის, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ბიძინა ბუცხრიკიძის და ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა საქმეთა კომისიის თავმჯდომარის ლაშა ლანჩავას მიერ წარდგენილ საკითხებს.
აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, იურიდიულ საკითხთა კომისიის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა საქმეთა კომისიის, ბიუროსა და ფრაქცია "ქართული ოცნების“ სხდომაზე იმსჯელეს.
სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - ზვიად ბაზაძე, მირზა ქოჩიაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 1 ივლისის მორიგი სხდომის დღის წესრიგი:
1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ ( თანხმობა მუნიციპალიტეტის მერს, გამოაცხადოს ელექტრონული აუქციონი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, სოფელ კვახჭირში, მდებარე ერთსართულიან შენობა ნაგებობაში(*საბავშვო ბაღი) არსებული 50 მ2 არასაცხოვრებელი ფართის სარგებლობის უფლებით, იჯარის (ქირა) ფორმით, 2 წლის ვადით გასხვისებაზე) (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282618085, 29.06.2026 წ);
/მომხს. ბ.ბუცხრიკიძე/
2. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი №28-282618114, 30.06.2026 წ);
/მომხს. ბ.ბუცხრიკიძე/
3. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახლდაზიანებული ოჯახების 2026 წლის დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 14 იანვრის №გ-29.29260149 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282618115, 30.06.2026 წ.).
/მომხს. ლ.ლანჩავა/
თაგები:
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს