თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარში ძეგლი "დედის ლოცვა" გაიხსნა

ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარში ძეგლი "დედის ლოცვა" გაიხსნა.
ძეგლის გახსნის ცერემონიას იმერეთის რეგიონიდან და მუნიციპალიტეტიდან მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ძეგლის შექმნის იდეა ადგილობრივ ბიზნესმენ იორამ აბულაძეს ეკუთვნის, ხოლო მისი ავტორი მოქანდაკე გიორგი კიკვიძეა.
"დედის ლოცვის" გახსნის შემდეგ, სოფელ ჩხარის ცენტრში მხატვრული ღონისძიება გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებები მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით და ააიპების ჩართულობით მოეწყო.
თაგები:
თერჯოლა










