თერჯოლის მუნიციპალიტეტში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა


ავტორი
Front News საქართველო
18 მაისი ქართული ეროვნული სამოსის დღეა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით ქალაქში კულტურულ-გასართობი ღონისძიებები გაიმართა. მოეწყო კოსტიუმირებული მსვლელობა ქალაქის ცენტრში, მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ კულტურულ-შემეცნებითი აქტივობები ჩატარდა. აქვე გამოფენილი იყო ეროვნული სამოსი, ეთნოგრაფიული ნივთები,ადგილობრივ მეწარმეთა ნამუშევრები.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტში მოქმედი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები, საჯარო სკოლები. ეროვნული სამოსის დღე თერჯოლელებს მიულოცეს მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილმა, თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიის მეუფე გიორგიმ.
საქართველოში ეროვნული სამოსის დღე 2016 წელს დაწესდა, რომლის მიზანია ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანა.
ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და კულტურის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.
თაგები:
თერჯოლის მუნიციპალიტეტი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს