თერჯოლის მუნიციპალიტეტში შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს უფასო კონსულტაციები ჩაუტარდათ

ავტორი
Front News საქართველო
5 ივნისს, თერჯოლის მუნიციპალიტეტში შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს უფასო კონსულტაციები ჩაუტარდათ.
პაციენტებს კონსულტაციები ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ექიმებმა ჩაუტარეს.
აქციის ფარგლებში ბენეფიციარებმა მიიღეს შემდეგ მომსახურება:
- საერთო ქოლესტერინის განსაზღვრა;
- გლუკოზის განსაზღვრა სისხლში;
- ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევა.
"სამედიცინო აქცია მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და სოციალური სამსახურის ორგანიზებით მოეწყო, აღნიშნული აქციის მიზანი კი მოქალაქეებზე ზრუნვა, დაავადების დროული პრევენცია და მკურნალობის ხელშეწყობაა", - აღნიშნავენ მუნიციპალიტეტის მერიაში.
თაგები:
თერჯოლა








