Logo

თეთრ სახლში ტრამპის და ზელენსკის შეხვედრა დაიწყო

უკრაინა
216
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მივიდა, სადაც მას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დახვდა.

მანამდე თეთრ სახლში გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ფინეთის და საფრანგეთის პრეზიდენტები ალექსანდრ სტუბი და ემანუელ მაკრონი მივიდნენ.

თეთრ სახლში ასევე იმყოფება უკრაინული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი კისლიცა, უკრაინის ელჩი აშშ-ში ოქსანა მარკაროვა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე პავლო პალისა.

ლიდერები დეტალურად განიხილავენ სამშვიდობო შეთანხმების პირობებს და განსაზღვრავენ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად შემდგომ ნაბიჯებს.

Advertisement