თეთრი სახლი - ტრამპი მხარს უჭერს უიტკოფის გეგმას უკრაინისთვის

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კარგად იცნობს იმ გეგმას, რომელზეც მისი სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი მუშაობდა. უკრაინაში ომის დასრულების გეგმის შემუშავება თეთრი სახლისთვის პრიორიტეტული გახდა, - წერს Suspilne.
თეთრი სახლის წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ბოლო ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა უკრაინაში ომის დასრულების დეტალურ გეგმაზე. ეს დაადასტურა ადმინისტრაციის პრესსპიკერმა კეროლაინ ლევიტმა.
"პრეზიდენტმა ტრამპმა პირველივე დღიდან ნათლად განაცხადა, რომ მას სურს რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულება და ის იმედგაცრუებულია ორივე მხარის მიერ სამშვიდობო შეთანხმების ვალდებულების აღებაზე უარის თქმის გამო“, - განაცხადა წყარომ.
ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ უიტკოფი "ჩუმად მუშაობდა ამ გეგმაზე ერთი თვის განმავლობაში“. წყარო ასევე ამტკიცებს, რომ უიტკოფი, სავარაუდოდ, ორივე მხარისგან წინადადებებს აგროვებს და რომ როგორც უკრაინას, ასევე რუსეთს დათმობებზე წასვლა მოუწევთ, თუმცა ტრამპმა ამის შესახებ კარგად იცის და უიტკოფის იდეებს უჭერს მხარს.
"სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი ამ გეგმაზე ერთი თვის განმავლობაში ჩუმად მუშაობდა და როგორც უკრაინელებისგან, ასევე რუსებისგანაც იღებდა მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ რა პირობებია მათთვის მისაღები ომის დასასრულებლად. ორივე მხარეს მოუწევს დათმობებზე წასვლა, არა მხოლოდ უკრაინას... პრეზიდენტს გეგმა გააცნეს და მხარს უჭერს მას“, - განაცხადა წყარომ.
ამასობაში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალურად მიიღო შეერთებული შტატებისგან გეგმის პროექტი, რომელმაც, ამერიკული მხარის აზრით, შეიძლება დიპლომატია გაააქტიუროს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ გეგმას მალე ტრამპთან განიხილავს.
მედიის ცნობით, დოკუმენტი 28 პუნქტისგან შედგება და ფაქტობრივად უკრაინის კაპიტულაციას ითვალისწინებს. კერძოდ, ის მოითხოვს, რომ კიევმა დათმოს დონბასი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ნახევარი და სხვა.
20 ნოემბერს Bloomberg-მა აშშ-ის სამშვიდობო გეგმის კიდევ ორი ძირითადი მოთხოვნა გაავრცელა. ესენია საერთაშორისო სანქციების მოხსნა და უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების დოკუმენტირების პროცესების შეჩერება.
თაგები:
დონალდ ტრამპი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


