თაბუკაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია


ავტორი
Front News საქართველო
თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია, – ამის შესახებ თბილისის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა განაცხადა.
“მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, დროულად მოხდა ხანძრის ლოკალიზება. არსებობდა ხანძრის უფრო დიდ მასშტაბზე გავრცელების საშიშროება, შესაბამისად, ხანძარიც დროულად იქნა ლოკალიზებული და ამ ეტაპზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
დაშავებულებზე ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს. ფართობსა და ხანძრის გავრცელების ალბათობას დაადგენს შესაბამისი სამსახური“, – განაცხადა ლევან მუსელიანმა.
თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი დაახლოებით ორი საათის წინ გაჩნდა.
თაგები:
ხანძარი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს