Logo

თაკო ჩარკვიანი – ჩვენ თუ მართლა მარგოს მდგომარეობში არ ვართ, უნდა გამოვიდეთ და ჩამოვაგდოთ

პოლიტიკა
353
Frontnews image description

მდინარაძე როგორ უნდა გვყავდეს მთავრობაში, დიახ, უნდა ჩამოვაგდოთ კონვენციით მონიჭებული უფლებით, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, არანაკლებ ამორალურია ოპოზიცია, რომელიც ამ ხელისუფლებას ითმენს  და მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნას ეგუება. 

 

“ამორალურია ის, რომ მდინარაძე ასე საუბრობს, მაგრამ ამორალურია ის,  რომ ჩვენ ამას ვითმენთ… შეუძლებელია, პროკურორი,  რომელიც ვერ აჩვენებს თავის ქონებრივ წარმომავლობას, ის ასამართლებდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და მდინარაძე აქ სისულეელეებს მელაპარაკებოდეს, ძალიან წყნარად მაპარებდეს, როგორ უნდა გადავაბაროთ ჩვენი ქვეყანა რუსეთს. ჩვენ თუ მართლა მარგოს მდგომარეობში არ ვართ, უნდა გამოვიდეთ და ჩამოვაგდოთ, აბა, მდინარაძე როგორ უნდა გვყავდეს მთავრობაში, დიახ, უნდა ჩამოვაგდოთ კონვენციით მონიჭებული უფლებით“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები