Logo

თაკო ჩარკვიანი – ღალატის ფორმები მსმენია, მაგრამ დაკავებული კაცის ახალგაზრდა კოლეგებისგან ასეთი ღალატი რა უბედურებაა, ვერ გეტყვით

პოლიტიკა
1388
Frontnews image description

“ევროპულმა საქართველომ”, “გირჩმა”, “ლელომ”, “სტრატეგია აღმაშენებლმა” განაცხადეს, რომ 14-ში არ მიიღებენ აქციაში მონაწილეობას, თორემ ხვალ, 10-ში რომ გვაქვს აქცია, თავს იკლავენ,  – აცხადებს Front News-თან საუბრისას საერთო სახალხო მოძრაობის ლიდერი თაკო ჩარკვიანი, რომლის ორგანიზებით 10 ოქტომბერს, 17.00 საათზე რუსთაველის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იგეგმება. 

 

მისი თქმით, მიხეილ საკაშვილი მხოლოდ ერთი პარტიის ლიდერი არაა და  ამიტომ ხვალინდელი აქცია იქნება სახალხო და არა პარტიული.  

 

“ხვალ აქციას გამართავს ხალხი და ეს არ იქნება პარტიული აქცია. რაც უნდა მაგარი პარტია იყოს, არ გვინდა რომ სააკაშვილი დავტოვოთ მხოლოდ ერთი პარტიის ამარა, ის არ იყო მხოლოდ ერთი პარტიის ლიდერი, ის იყო საქართველოს პრეზიდენტი. ხვალ, 5 საათზე რუსთაველზე შევიკრიბებით, ზეგ გლოვის დღეა და ხვალ არც ჩვენ გვექნება მუსიკა… მე ჩემი მხრიდან გავაკეთე ყველაფერი და განვაცხადე, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ხვალინდელ აქციაზე ხალხის სიმრავლეს დაკავებული პრეზიდენტის მხარდაჭერისათვის, ველოდებით ყველას, არ იქნება მიკროფონი უზურპირებული”,  – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პატიმარია და მზადდება საქართველოს ანექსია.

 

“ახლა ისევ გააქტიურდა რუსეთთან თანამშრომლობის ახალ ფორმატზე საუბარი, ესაა “3+3 ფორმატი”. ყურები უნდა გამოვიფერთხოთ და გავაცნობიეროით, რომ მზადდება საქართველოს ანექსია, დიდი სირცხვილი იქნება 21-ე საუკუნეში დავკარგოთ დამოუკიდებლობა, ეს იქნება გამოუსწორებელი, რომ ამ საუკუნეში ასეთი რამ დაგვემართოს”, – განაცხადა ჩარკვიანმა. 

 

მისი განცხადებით, გაკვირვებულია “განულებული” პოლიტიკური პარტიების განცხადებით, რომლებიც არჩევნებზე “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად გავიდნენ და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე არ მიდიან.  

 

“მსგავსი დაცემა პოლიტიკური სპექტრის, როგორც ამ პატარაპროცენტიანმა პარტიებმა განცხადება გააკეთეს, არ გამიგია. განსაკუთრებით ეხება იმ პარტიებს, რომლებმაც  არჩევნებში ნაციონალებთან კოალიციით მიიღეს ხმები. ღალატის ფორმები მსმენია, მაგრამ დაკავებული, დაჭერილი კაცის ახალგაზრდა კოლეგებისგან ასეთი ღალატი რა უბედურებაა, ვერ გეტყვით”, – განაცხადა ჩარკვიანმა. 

 

ცნობისთვის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიხეილ საკაშვილის  გათვისუფლების მოთხოვნით “ნაციონალური მოძრაობის” მიერ 14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას არ შეუერთდებიან.

Advertisement