Logo

თაკო ჩარკვიანი – მე ვუთხარი მას, რომ ერთ სიტყვასაც ვერ გაიგებს ჩემგან კრიტიკულს, ოღონდ ეს მოახერხოს

პოლიტიკა
849
Frontnews image description

პრეზიდენტს ვუთხარი, თამარ ჩარკვიანისგან, რომლისგანაც მხოლოდ კრიტიკა მოუსმენია, ახლა მსგავს სიტყვას ვერ გაიგებს, ოღონდ ეს მოახერხოს – ამის შესახებ პარტია “კანონისა და სამართლის” ლიდერი თამარ ჩარკვიანი პრეზიდენტის მიერ წამოწყებული შერიგების პროცესის კომენტირებისას აცხადებს. 

 

მისი თქმით, თავისთავად ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა პრობლემაზე საუბარი დაიწყო, უკვე იმედისმომცემია. 

 

“თავისთავად სიტყვა შეთანხმება კარგია, მაგრამ თუ ამან არ მიიღო პოლიტიკური აქტის ფორმა და მოქმედებაში არ მოვიდა, ამ სიტყვას სუფრაზეც ვამბობთ.  ის ფაქტი,  რომ პრეზიდენტმა დაიწყო საუბარი და აღნიშნა, რომ კრიზისია ქვეყანაში,  ამხელა ინსტიტუციურმა ორგანომ ამოღერღა,  რომ შეუთანხმებლობას აქვს ადგილი, ჩიხია და კრიზისია, მაინც პოზიტიურია.რამდენად მოახერხებს ამას პრეზიდენტი, ეს ცალკე საკითხია, მე ვუთხარი მას, რომ ერთ სიტყვასაც ვერ გაიგებს ჩემგან კრიტიკულს ოღონდ ეს მოახერხოს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში. 

 

ოპოზიციონერი დეპუტატის  თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან კახა კუჭავას გადადგომა  და მისი უფრო ხისტი შალვა პაპუაშვილით ჩანაცვლება, შესაძლოა,  უკავშირდებოდეს პრეზიდენტის  მიერ წამოწყებულ შერიგების პროცესს.  

 

“თუ საუბარი ამნისტიისკენ წავიდოდა, ასეთი შემთხვევისთვის მმართველმა ძალამ  პარლამენტში გააძლიერა რეაქციული ფრთა”, – განაცხადა ჩარკვიანმა.

 

მისი თქმით, პაპუაშვილი რეფორებს მხარს არ დაუჭერს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები