Logo

თაკო ჩარკვიანი – მთელი მსოფლიო ხედავს, 2008 წელს, რა გადაუტანია საქართველოს და მის ახალგაზრდა პრეზიდენტს, გაათავისუფლეთ პუტინთან მებრძოლი პრეზიდენტი

პოლიტიკა
494
Frontnews image description

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.

 

“მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს 

 

„პრეზიდენტო, პუტინის პატიმარი ზის ციხეში. ახლა ხომ ხედავთ, მთელი მსოფლიო ხედავს,- 2008 წელს, რა გადაუტანია საქართველოს და მის ახალგაზრდა პრეზიდენტ – სააკაშვილს; როგორ გაუძლო პუტინის აგრესიას. დღეს, მსოფლიოს თვალწინ ისტორია იწერება, ხალხი წერს ისტორიას,- იცავს მსოფლიოს აგრესორისგან. თქვენც დაწერეთ ერთი ფურცელი – გაათავისუფლეთ პუტინთან მებრძოლი პრეზიდენტი – ან შეწყალებით, ან დიდი ამნისტიით (პოლიტიკური აქტით). თქვენც დაწერეთ ისტორიის დიდებული ფურცელი, ამ მსოფლიო გაჭირვების ჟამს. ეს პრაგმატულად გათვლილი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იქნება. 

 

მსოფლიო ომის წინაშე დადგა და ღირსეულად გაერთიანდნენ სახელმწიფოები ერთი აგრესორის წინააღმდეგ! ზუსტად ახლა იქნება დროული, მიიღოთ გაბედული და სახელმწიფოებრივი, ხალხის შერიგებაზე გათვლილი გადაწყვეტილება. ეს იქნება იმ “დიდი შეთანხმების” დასაწყისი, რაზეც თქვენ დაიწყეთ საუბარი! მიიღეთ გადაწყვეტილება პრეზიდენტისა!”, – წერს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თამარ ჩარკვიანი.

Advertisement