Logo

თაკო ჩარკვიანი – ფრთხილად ღარიბაშვილო! პროვოკაციის შემთხვევაში ბოლომდე ჩაგყვები დარჩენილი ცხოვრება

პოლიტიკა
1350
Frontnews image description

პარტია “კანონის და სამართლის” ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.

 

“მიმართვა პრემიერ ღარიბაშვილს!

 

იქნება  მშვიდობიანი მსვლელობა ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებისა, ნებისმიერი არაკანონიერი მოქმედება (ეხება ორივე მხარეს) იქნება აღქმული როგორც  პროვოკაცია, თუ ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს  ასევე შეუძლია გამოხატოს მშვიდობიანად!!!!!!!!! თქვენი ვალდებულებაა უზრუნველჰყოთ  მშვიდობიანი აქციის მსვლელობა ასევე მშვიდობით და კანონის დაცვით!

 

ახლა კი კიდევ ერთხელ ვიტყვი: პრემიერ ღარიბაშვილის საყურადღებოდ, რომელმაც  სამოქალაქო დაპირისპირება დააანონსა, ვაფრთხილებ, რომ მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება პირადად მას, მშვიდობიან დახვედრა-აქციას გააშუქებს დასავლეთის მედიაც და შევეცდებით ჩვენთან  ერთად  უცხოელებიც, სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც იყვნენ!

 

კანონის სრული დაცვით მოქმედებს მხარდამჭერთა აქცია!

 

იმოქმედე და იზრუნე ღარიბაშვილო, რომ ისტორიულ სანაგვეზე არ აღმოჩნდეთ და სისხლის სამართლით არ მოგიწიოს პასუხისგება! დაგჭირდებათ უთუოდ კანონი და სამართალი სამომავლოდ, დიახ, რომ შერჩევითი სამართალი არ იყოს თქვენს  მიმართაც  ამუშავებული მომავალში!

 

როგორც ჩანს, წარმოდგენა არ გაქვთ რა არის პასუხისმგებლობა!!!

 

კონსტიტუციის სრული დაცვით იმოქმედებს მხარდამჭერთა  ეს კონკრეტული ორგანიზაცია!

 

ფრთხილად ღარიბაშვილო! ფრთხილად!!!!!!!!!!!

 

პროვოკაციის შემთხვევაში ბოლომდე ჩაგყვები  დარჩენილი ცხოვრება –  წუთისოფელი, როგორც   აჩრდილი  ზუსტად ისე- “კანონით და სამართლით”!

 

მე ასე ვცხოვრობ – პასუხგაუცემელს არავის ვტოვებ, არც სიკეთით და არც ისე – ოღონდ კანონოთ -კანონის ფარგლებში- შერჩევითობით არა, თქვენ, რომ მოგწონთ იმ ჯიბის კლანური მართლმსაჯულებით არა! . 

 

ვერც მეორე ლოყის მიშვერა ვისწავლე (სამწუხაროდ, ალბათ) 

 

შეიძლება სრული ჭემარიტება ცხადია არც მე ვიცი რა არის, რადგან უფალმა იცის მხოლოდ. ერთი კი ვიცი ზუსტად: რომ უდანაშაულო და დამნაშავე მიუკერძოებელმა, დასავლური ტიპის პატიოსანმა და რეფორმირებულმა მართლმსაჯულებამ უნდა  განსაჯოს! 

 

აი ეს ზუსტად ვიცი!

 

და კიდევ ერთი რამ: 

 

ერთი სამშობლო მაქვს – საქართველო და ის -” განსაცვიფრებლად არის მთავარი”!

 

ესეც კარგად დაიმახსოვრეთ! დანარჩენი  ბელეტრისტიკაა და თაღლითი პოლიტიკანების  მოგონილია, მოპარულის და ” კაი ცხოვრების” გამო ქვენა გრძნობების “შესაფუთ -გადასამალად”….

 

ჭეშმარიტება  კი – არ გათელილი, ფეხზე დამდგარი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოა – კანონით და სამართლით!”, – წერს ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Ftako.charkviani.14%2Fposts%2F1929555150544528&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”323″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

Advertisement