Logo

თაკო ჩარკვიანი – “ქართულ ოცნებაში“ ცდილობენ, იპოვონ ექიმები, რომლებიც დადებენ დასკვნას, რომ სააკაშვილი არის ჯანმრთელი

პოლიტიკა
13.05.2022 / 00:33
Frontnews image description

“ქართულ ოცნებაში“ ცდილობენ, იპოვონ ექიმები, რომლებიც დადებენ  დასკვნას, რომ სააკაშვილი არის ჯანმრთელი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. 

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია მისი სასწრაფოდ გაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ. 

 

“მაქვს ინფორმაცია „ქართული ოცნების“ კულუარებში რა საუბრებიც  მიდიოდა…  ახლა არის მისახედი და დასაჩქარებელი, რომ ეს ადამიანი გაიყვანონ როგორმე სამკურნალოდ საზღვარგარეთ. 

 

ძალიან ცუდი  საუბრები იყო საათნახევრის წინ, რომ როგორმე ეპოვათ ექიმები, რომლებიც წავიდოდნენ იმაზე,  დასკვნა დაედოთ, რომ სააკაშვილი არის ჯანმრთელი. ამას მოყვა გარკვეულწილად წინააღდეგობები, ხვალ უფრო გაიგებთ ამას. 

 

კორუფციულმა სივრცემ დაბმა იცის ყველასი და ყველაფრის კორუფციულ სქემებში. ყველას ვურჩევდი, საკუთარ ოჯახებზე იფიქრონ იმ ადამიანებმა…

 

ახლა უნდა ვიყოთ ფრთხილად,  რომ ეს ადამიანი  სასწრაფოდ გავიყვანოთ საზღვარგარეთ“,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.  

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან დღეს სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევებზე გადაიყვანეს.

Advertisement