Logo

თაკო ჩარკვიანი – რუსეთის უშიშროება საქართველოზე ზეწოლით მიხეილ სააკაშვილის მორალურ და ფიზიკურ განადგურებას გეგმავს

პოლიტიკა
1426
Frontnews image description

რუსეთის უშიშროება საქართველოზე ზეწოლით მიხეილ სააკაშვილის მორალურ და ფიზიკურ განადგურებას გეგმავს, – ამის შესახებ “კანონი და სამართლის” ლიდერი, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი აცხადებს. 

 

მისი თქმით, აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ  ამ საკითხზე პირდაპირი მითითება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისგან აქვთ.

 

ჩარკვიანი საერთაშორისო პარტნიორებს, საელჩოებსა და დიპლომატებს მოუწოდებს,  საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინონ და ციხეში მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი.

 

“მაქვს უმძიმესი, გადამოწმებული ინფორმაცია. რუსეთის უშიშროება ზეწოლას ახდენს საქართველოს უშიშროებაზე, რათა განადგურებულ იქნას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ჩვენი ინფორმაციით, აპირებენ ამ რამდენიმე დღეში ჯერ მის ფობიურ მდგომარეობაში მოყვანას, ეს ინფორმაცია დაზუსტებულია. ამიტომ გვინდა, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა მოინახულოს სააკაშვილი და ზეწოლა განახორციელონ უზნეო რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებაზე”, – განაცხადა ჩარკვიანმა.

 

მან ასევე უახლოეს დღეებში მრავალრიცხოვანი აქცია დაანონსა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარტნიორების დახმარება სჭირდება.

Advertisement