Logo

თაკო ჩარკვიანი – შეიძლება არ მოგინდეს დელეგაციაში პაპუაშვილთან ერთად წასვლა, რომელსაც თავი აქვს მოჭრილი, მაგრამ 6 საათი იმაზე ლაპარაკი წავიდნენ თუ არა, აუტანელია

პოლიტიკა
471
Frontnews image description

შეიძლება არ მოგინდეს დელეგაციაში პაპუაშვილთან ერთად წასვლა, რომელსაც თავი აქვს მოჭრილი, მაგრამ 6 საათი იმაზე ლაპარაკი წავიდნენ, თუ არა, აუტანელია,  – ამის შესახებ  ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, ახლა მთავარი ევროკავშირის მიერ გამოგზავნილი კითხვარია და არა ოპოზიციის დელეგაციაში შესვლა-არ შესვლის საკითხი.  

 

“ჯერ იყო და შევიდნენ თუ არ შევიდნენ,  ოპოზიციის  პარლამენტში შესვლაზე, მერე არის გამოვიდეს თუ არ გამოვიდეს, ახლა არის დელეგაცია წავიდეს თუ არ წავიდეს, ხალხო, დიდ უბედურებაშია ქვეყანა, კითხვარს არ გვაძლევს ხელისუფლება, რომლის უფლებაც არ აქვს, ეს კითხვარი ოხანაშვილს კი არ გამოუგზავანა ევროკავშირმა, რომლითაც ფაქტობრივად, რუსულ – უკრაინულ  ომს ვერდიქტი გამოუტანა.  

 

ამათ ვერ გაიგეს, რომ ვერცერთი განცხადება ვერ განაპირობებს ევროკავშირში შესვლას, განაპირობებს დასავლური ღირებულებები მოქმედებაში მოყვანა, შეიძლება არ მოგინდეს დელეგაციაში პაპუაშვილთან ერთად წასვლა, რომელსაც თავი აქვს მოჭრილი, მაგრამ 6 საათი იმაზე ლაპარაკი,  წავიდნენ, თუ არა, აუტანელია ეს ყველაფერი,  ნუთუ ადამიანები ამას ვერ ხვდებიან, გარედან ეს როგორ ჩანს?!“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები