თაკო ჩარკვიანი – ცოცხალი სააკაშვილი ჭირდება საქართველოს, მინდა მას ვთხოვო, რომ შეწყვიტოს შიმშილობა


ავტორი
Front News საქართველო
ცოცხალი სააკაშვილი ჭირდება საქართველოს, მინდა მას ვთხოვო, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს.
ის რუსთავის ციხესთან იმყოფება და მოშიმშილე პრეზიდენტთან შესასვლელად ემზადება.
“უმთავრესი თემა იქნება არა ვადამდელი არჩევნები, უპირველესი თემა იქნება მისი შიმშილობა. ვთვლი, რომ მან უდიდესი პოლიტიკური აქტი ჩაატარა, ჩამოსვლით, შიმშილობით, ამ ყველაფერით. მისი ციცოცხლე იმდენად მნიშვნელოვანია სამომავლოდ ბრძოლისთვის, რომ ვფიქრობ… მე მისთვის არ მიმიმართავს აქამდე, გუშინ დავწერე პირველად, რომ გთხოვთ, შეწყვიტოთ შიმშილობა მეთქი, ვთვლიდი, რომ ეს მისი გადასაწყვეტია. დღეს, როდესაც ძალიან მნიშვნელობანია მისი სიცოცხლე, ის მუხტი, ის ენერგეტიკა და ის მასშტაბი, ცოცხალი სააკაშვილი ჭირდება საქართველოს. ეს არის რუსეთ-საქართველოს ომი და ამ ომში საჭიროა ახლა სტრატეგიულად და მე მინდა მას ვთხოვო, რომ შეწყვიტოს შიმშილობა” , – განაცხადა თაკო ჩარკიანმა ციხეში შესვლის წინ “ტვ პირველთან”.
კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ ის ამ რჩევას გაითალისწინებს, ჩარკვიანი აცხადებს, ის არის იდეალისტი და შესაძლოა, სხვა იდეალისტების ნათქვამზე დაფიქრდეს.
“მისი განადგურება პიროვნული ტრდაგედიის გარდა, საქართველოს სამომავლო სტრატეგიული ბრძოლისათვის დაშვებული შეცდომა იქნება”, – განაცხადა ჩარკვიანმა.
თაგები:
თაკო ჩარკვიანი

მიხეილ სააკაშვილი – მინდა, მოვუწოდო მას, შეწყვიტოს შიმშილობა, ის გვჭირდება ცოცხალი და ჯანმრთელი, როგორც ძალიან მამაცი და უკიდურესად საჭირო მოწმე

მამა ამბროსი – მინდა ვუთხრა, რომ შიმშილობა შეწყვიტოს, ეს თვითმკვლელობის ტოლფასია, ცოცხალი სჭირდება ქვეყანას

თაკო ჩარკვიანი – “ქართულ ოცნებაში“ ცდილობენ, იპოვონ ექიმები, რომლებიც დადებენ დასკვნას, რომ სააკაშვილი არის ჯანმრთელი