Logo

თამარ ჩხეიძე – ეს ყველაფერი მიდის პუტინის სრული განადგურებისკენ

პოლიტიკა
840
Frontnews image description

რომ არა უკრაინელების საოცარი ერთიანობა და ბრძოლისუნარიანობა, შესაძლოა, რუსული არმია კვლავ ძლევამოსილი გამოჩენილიყო,   –  ამის შესახებ ქართველმა ისტორიკოსმა და პოლიტიკოსმა თამარ ჩხეიძემ განაცხადა. 

 

მისივე თქმით, უკრაინა მსოფლიოს გმირობის საოცარ მაგალითს უჩვენებს.  

“უკრაინელები ასეთი ძლიერები რომ არ აღმოჩენილიყვნენ, პუტინის  ბლიცკრიგის გეგმა შეიძლება განხორციელებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ,  რუსული არმია საკმაოდ სუსტია და ვერ არის ფორმაში, ალბათ, ეს ნაწილობრივ მართალიცაა, მაგრამ ამ სისუსტის მიუხედავად,  შესაძლოა,  რუსული არმია კვლავ ძლევამოსილი გამოჩენილიყო,  წასულიყო პირდაპირ კიევზე და აეღო ის, რომ არა უკრაინელების მართლაც საოცარი ერთიანობა და საოცარი ბრძოლისუნარიანობა.  

კი,  მათ ეხმარებიან, ძალიან სერიოზულადაც ეხმარებიან, მაგრამ ჩვენ გვინდა კიდევ უფრო მეტად ეხმარებობდნენ, მაგრამ ამ დახმარების მიუხედავად 100-დან 99 ქვეყანა ამას ვერ გაუძლებდა და მაინც მოახერხებდა პუტინი ამ თავის ბლიცკრიგის განხორციელებას“- განაცხადა ჩხეიძემ. 

მისი თქმით, უკრაინაში  ახლა მსოფლიოს ბედი წყდება, რაც პუტინის სრული განადგურებით უნდა დასრულდეს. 

“ვერ წარმოვიდგენდით რომ ასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო, რომ  სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს და ასეთი სისასტიკით ხოცავენ ადამიანებს, ამ კოშმართან ერთად არის აღფრთოვანება უკრაინელი ხალხით, რაც იქ ხდება, მართლაც მსოფლიო მასშტაბის მოვლენაა.  არა მარტო  ჩვენი,  მსოფლიოს ბედი იქ წყდება. ეს  ყველაფერი მიდის  პუტინის სრული განადგურებისკენ, სხვანაირად არ შეიძლება“ – განაცხადა თამარ ჩხეიძემ.

თაგები:

უკრაინა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები