თამარ ჩუგოშვილი – ეს პროცესი ერთხელ უკვე დაიწყო უმრავლესობამ და ვერ გაიყვანა ბოლოში, ეს უკვე არის წაგებული ბრძოლა


ავტორი
Front News საქართველო
ეს პროცესი ერთხელ უკვე დაიწყო უმრავლესობამ და ვერ გაიყვანა ბოლოში, ეს უკვე არის წაგებული ბრძოლა, რომელიც წააგო „ქართულმა ოცნებამ“ და წააგებს მეორედაც, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ჰყავს პრემიერი და მთავრობა, რომელთაც არ ელაპარაკება დასავლეთიდან, არც ამერიკიდან და არც ევროკავშირიდან არავინ და ჰყავს პრეზიდენტი, რომელსაც ხვდება ყველა აბსოლუტურად ყველაზე მაღალ დონეზე.
“ეს არის მორიგი აქტი მიმართული ევროინტეგრაციის პროცესის წინააღმდეგ და ზოგადად საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის წინააღმდეგ. ჩვენ გვყავს პრემიერი და მთავრობა, რომელთაც არ ელაპარაკება დასავლეთიდან, არც ამერიკიდან და არც ევროკავშირიდან არავინ, ეს გადაწყვეტილებები უკვე არის გახმოვანებული და ნათელი და გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც ხვდება ყველა აბსოლუტურად ყველაზე მაღალ დონეზე. ეს არის „ქართული ოცნებისთვის“ აშკარად მიუღებელი მოვლენა. სამართლებრივ ნაწილს რაც შეეხება, ეს პროცესი ერთხელ უკვე დაიწყო უმრავლესობამ და ვერ გაიყვანა ბოლოში, ეს უკვე არის წაგებული ბრძოლა, რომელიც წააგო „ქართულმა ოცნებამ“ და წააგებს მეორედაც“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა
საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხელახლა აღძრას იმპიჩმენტის პროცედურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ.
თაგები:
თამარ ჩუგოშვილი

თამარ კორძაია – სალომე ზურაბიშვილს კარგად ესმის, რომ ეს პროცესი სახელებისა და გვარების გარეშე ვერ ჩაივლის

თამარ კორძაია – ცესკომ ვერ უზრუნველყო ფარული არჩევნების ჩატარება და ეს უწყება გველაპარაკება კანონის და პერსონალური მონაცემების დაცვაზე

შალვა პაპუაშვილი – პირობითად თუ გაიყვანა რომელიღაცა პარტიამ 15 პარლამენტის წევრი, მე-16-დან შეუძლიათ ეს სია ჩახსნან, 15 კაცს თითს ვერ დაადებს ვერცერთი პარტია