
ავტორი
Front News საქართველო
ექიმ თამარ დავარაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის სხეულის წონა და მასა რჩება ძალიან დაქვეითებული.
მისი თქმით, 20 თებერვლის მდგომარეობით მიხეილ სააკაშვილი იწონიდა 67 კილოგრამსა და 200 გრამს, მისი მასის ინდექსი კი 18.2 იყო.
“შეიძლება ვთქვათ, რომ ტენდენცია არის დამძიმებისკენ იქიდან გამომდინარე, რომ სხეულის წონა და მასა რჩება დაქვეითებული. 20 რიცხვისთვის წონა იყო 67,2 კილოგრამი და მასის ინდექსი იყო 18,2. გამოხატული არის ზოგადი საერთო სისუსტე, დასუსტებულია ძალიან, საერთოდ საწოლშია პაციენტი, მწოლიარეა, აქვს კიდურების ტკივილი, რასაც ძალიან განიცდის. ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით, მაგრამ ეს ტკივილი მაინც რჩება.
ყველაზე სავალალო არის, რომ კვება რჩება არაბალანსირებული. არაბალანსირებულ საკვებს იღებს და ირგებს. პირღებინება, არ გულისრევა ძალიან იშვიათად რომ დაფიქსირებულიყო ჩვენთან, მაგრამ ეს არაბალანსირებული კვება ძალიან გვიშლის ხელს”, – განაცხადა დავარაშვილმა.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს