Logo

თამარ გაბუნია – დაახლოებით 2 კვირა არის ის პერიოდი, როცა შემთხვევების სტაბილიზაციას მოჰყვება გარდაცვალების მაჩვენებლის სტაბილიზაცია

Frontnews image description

არის სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები, პიკი გარკვეულწილად გადავიარეთ და ახლა დაიწყება დაღმასვლის ეტაპი, მაგრამ აქ მთავარია ის, თუ რამდენად სწრაფად მოხდება ეს დაღმასვლა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

 

რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, გაბუნიას თქმით, ამ მაჩვენებლის კლებას გარკვეული პერიოდი სჭირდება.

 

“დაახლოებით 2 კვირა არის ის პერიოდი, როცა შემთხვევების სტაბილიზაციას მოჰყვება გარდაცვალების მაჩვენებლის სტაბილიზაცია. ჩვენი მოლოდინი ისეთია, რომ ოქტომბრის დასაწყისი უნდა იყოს მშვიდი, თუმცა მანამდე საკმაოდ სერიოზული პერიოდის გავლა მოგვიწევს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

Advertisement