თამარ გაბუნია – ეს კვირა გარკვეულწილად იქნება კრიტიკული იმისთვის, რომ ჩვენ შევხედოთ, რა მიმართულებას მიიღებს ეპიდემიის გავრცელება


ავტორი
Front News საქართველო
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდსიტუაციის მხრივ ეს კვირა გადამწყვეტი იქნება.
გაბუნიას განმარტებით, ჯანდაცვის უწყება ყურადღებით აკვირდება და მართავს სიტუაციას, რის შემდეგაც, შემდგომ გადაწყვეტილებებს მიიღებს. “პროგნოზები არის არაერთგვაროვანი. ზოგიერთი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის პროგნოზით, მაგალითად, ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტის პროგნოზის შესაბამისად, ჩვენ უკვე პიკში ვართ და გარკვეულ პერიოდში დაღმასვლას უნდა ველოდოთ. არის სხვა პროგნოზი, რომელიც ჯერჯერობით პიკს არ ასახელებს და ამბობს, რომ უფრო მეტი ზრდა შესაძლოა, იყოს მოსალოდნელი. ამდენად, ეს კვირა გარკვეულწილად იქნება კრიტიკული იმისთვის, რომ ჩვენ შევხედოთ, რა მიმართულებას მიიღებს ეპიდემიის გავრცელება.
თეორიულად შესაძლებელია ჩვენ ვისჯელოთ ალტერნატიულ მოწყობაზე, საველე ჰოსპიტლის მოდელი სხვა ქვეყნებმაც გამოიყენეს, თუმცა, არ მგონია, რომ ამის საჭიროება ასე კრიტიკულად დადგება. კრიტიკული ზღვარი, რომელიც შეაფასა ჯანდაცვის სისტემამ გასული ტალღის პერიოდში, არის დაახლოებით 8 000 საწოლი, უბრალოდ ამაზე მეტი მაშინ მოგვიწევს სხვა სასიცოცხლო სერვისებზე უარის თქმა, რაც შეუძლებელია”- აცხადებს თამარ გაბუნია.
თაგები:
თამარ გაბუნია

თამარ გაბუნია – ეს არის პიკი, რომელიც შემდეგი 10 დღის განმავლობაში იქნება ამ დონეზე

თამარ გაბუნია – ეს კვირა გვაჩვენებს, პლატო შენარჩუნდება, თუ გვექნება შემცირების გარკვეული ტენდენციები

თამარ გაბუნია – გვაქვს მოლოდინი, რომ გეგმური არჩევნების პირობებში, როდესაც ხალხი წესებს დაიცავს, არ იქნება სასიცოცხლო რისკი