თამარ გაბუნია – შევჯერდით 12-დან 15 წლამდე მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებზე და ასევე აქაც იკვეთება ჯგუფები


ავტორი
Front News საქართველო
იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად, 12-დან 15 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაციაზე იმსჯელეს.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, ამ ასაკობრივ ჯგუფში მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვების რეკომენდაციას გასცემენ.
“მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბევრმა ქვეყანამ დაიწყო უკვე ფართო ვაქცინაცია ამ ასაკობრივ ჯგუფში, ჩვენ, პირველ ეტაპზე, შევჯერდით 12-დან 15 წლამდე მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებზე და ასევე აქაც იკვეთება ჯგუფები, ვისაც სჭირდება ხშირი მოგზაურობა, ან სხვა ქვეყანაში უკვე ჩაიტარა ვაქცინაცია და მეორე დოზა აქვს ჩასატარებელი საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მათი მოთხოვნები ინდივიდუალურად იქნება განხილული და დაკმაყოფილდება”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
თაგები:
თამარ გაბუნია

შალვა პაპუაშვილი – პირობითად თუ გაიყვანა რომელიღაცა პარტიამ 15 პარლამენტის წევრი, მე-16-დან შეუძლიათ ეს სია ჩახსნან, 15 კაცს თითს ვერ დაადებს ვერცერთი პარტია

Covid-19-ის ვაქცინაციის ბუსტერ დოზებზე და 12-დან 15 წლის ჩათვლით ბავშვების აცრისთვის რეგისტრაცია სამედიცინო დაწესებულებებშია შესაძლებელი

“საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინის შემოტანა”