Logo

თამარ გაბუნია – თუ არ მოხდა ისევ სტაბილიზაცია კვირის ბოლომდე, დავაყენებთ შეზღუდვების გააქტიურების საკითხს

Frontnews image description

თუ კვირის ბოლომდე ვითარება არ დასტაბილურდა, დავაყენებთ შეზღუდვების გააქტიურების საკითხს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

 

“ჩვენ მომდევნო ერთი კვირა მაინც გვჭირდება იმისთვის, რომ დავაკვირდეთ ტენდენციას. პროგნოზულად, ჩვენ ახლა პიკში ვიმყოფებით და რამდენიმე დღეში შემთხვევები უნდა დასტაბილურდეს. თუ დასტაბილურდა შემთხვევების რაოდენობა, ჯანდაცვის სექტორი ამ დაწოლას გაუძლებს და შემდეგ უნდა წამოვიდეს ისევ ქვემოთ. თუ არ მოხდა ისევ სტაბილიზაცია კვირის ბოლომდე, რა თქმა უნდა, შემდეგ ჩვენ დავაყენებთ შეზღუდვების გააქტიურების საკითხს”, – აცხადებს გაბუნია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები