
ავტორი
Front News საქართველო
ეს მოხსენება იქნება აუცილებლად ნეგატიური, რადგან არამარტო, ის შენიშვნები და რეკომენდაციები, რაც ევროკავშირმა მოგვცა ერთი წლის წინ არ შესრულდა, არამედ ძალიან ბევრი დამაზიანებელი კანონი მივიღეთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტში “მწვანეთა პარტიის” საპარლამენტო მრჩეველმა თამარ გუგულაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოხსენებაში ნახსენები იქნება, როგორი წინასაარჩევნო გარემო იყო და როგორ ჩატარდა არჩევნები საქართველოში.
“ეს მოხსენება იქნება აუცილებლად, ნეგატიური, რადგან, არამარტო ის შენიშვნები და რეკომენდაციები, რაც ევროკავშირმა მოგვცა ერთი წლის წინ არ შესრულდა, არამედ ძალიან ბევრი დამაზიანებელი კანონი მივიღეთ. ეს ყველაფერი იქნება ასახული და განხილული, რადგან უკან მიდის საქართველო და არა წინ. ამავე დროს, ამ ანგარიშით, ჩემი აზრით, ნახსენები იქნება, როგორი წინასაარჩევნო გარემო იყო და როგორ ჩატარდა არჩევნები საქართველოში“, – განაცხადა თამარ გუგულაშვილმა.
ევროკომისია დღეს, 30 ოქტომბერს გაფართოების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს.
თაგები:
თამარ გუგულაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს