თამარ გუგულაშვილი – საქართველოს დე ფაქტო მთავრობას ეგონა, რომ ორბანის და ფიცოს დახმარებით მოხდებოდა ევროკავშირის პარალიზება


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს დე ფაქტო მთავრობას ეგონა, რომ ორბანის და ფიცოს დახმარებით მოხდებოდა ევროკავშირის პარალიზება და ევროკავშირი რეაგირებას ვერ მოახერხებდა საქართველოს დე ფაქტო მთავრობის ქმედებებზე, – ამის შესახებ ევროპარლამენტის “მწვანეთა პარტიის” ყოფილმა საპარლამენტო მრჩეველმა თამარ გუგულაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი სავიზო შეზღუდვებით საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებას ეუბნება, რომ ისინი აღარ არიან პრივილეგირებული ადამიანები.
“ევროკავშირი რეაგირებს საქართველოს დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლების შეცვლილ კურსზე და მათ მიერ დემოკრატიის დასამარების ოპერაციაზე, რაც მიმდინარეობს საქართველოში რამდენი ხანია და სწორედ ამ რეჟიმის წარმომადგენლებს ეუბნება – თქვენ უკვე აღარ ხართ პრივილეგირებული ადამიანები, რომლებიც თავისუფლად იმოძრავებენ ჩვენთან. ეს სამყარო – ევროკავშირი არ არის ისეთი რეჟიმებისთვის, რომლებიც დემოკრატიას ებრძვიან საქართველოში.
საქართველოს დე ფაქტო მთავრობას ეგონა, რომ ორბანის და ფიცოს დახმარებით მოხდებოდა ევროკავშირის პარალიზება და ევროკავშირი რეაგირებას ვერ მოახერხებდა საქართველოს დე ფაქტო მთავრობის ქმედებებზე. ეს, რა თქმა უნდა, მოკლე ჭკუით გათვლილი ნაბიჯია, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის სტრუქტურებს და სხვადასხვა მექანიზმებს საქართველოს დღევანდელი მთავრობა კარგად არ იცნობს”, – განაცხადა თამარ გუგულაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღეში დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე პირებს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას შეუჩერებენ.
თაგები:
თამარ გუგულაშვილი

თამარ გუგულაშვილი – ორბანზე და ფიცოზე დაყრდნობა, რომ ევროკავშირი ვერაფერს გვიზამს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ არის არარეალური

თამარ გუგულაშვილი – ძალიან მძიმე სურათია და ამ სურათს ძალიან დიდი ხანია, თვალს ვადევნებთ ქართველები

თამარ გუგულაშვილი – აუცილებლად იქნება სააკაშვილის განთავისუფლება, როგორც მთავარი პუნქტი და ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იქნება ივანიშვილის სანქცირება