თამარ კაპანაძე – მთელი ეს წლები ვცდილობდი ვყოფილიყავი აპოლიტიკური, დღეს არ შემიძლია მშვიდად ვუყურო როგორ ხელაღებით უსწორდებიან გულანთებულ ბავშვებს


ავტორი
Front News საქართველო
ვემიჯნები ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის გადაწყვეტილებას, ვგმობ ძალადობას, საქართველო იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი, – ამის შესახებ პირველი კლასიკური გიმნაზიის დირექტორი თამარ კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აპოლიტიკური შეხედულებები ჰქონდა, დღეს მშვიდად ვერ უყურებს ახალგაზრდებს, რომელთაც ხელაღებით უსწორდებიან.
“11 წელია, ვარ თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი, ჩემს ხელში გაიზარდა ათასობით მოსწავლე . მე ამ საქმეს ცხოვრება მივუძღვენი. ყოველთვის ვიყავი ამაყი, რომ ჩემი სკოლიდან ვუშვებდი თავისუფლად მოაზროვნე, ქვეყნის სიყვარულით აღსავსე ახალგაზრდებს, რაც მათ არაერთხელ დაუმტკიცებიათ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს წლები ვცდილობდი ვყოფილიყავი აპოლიტიკური, დღეს არ შემიძლია მშვიდად ვუყურო როგორ ხელაღებით უსწორდებიან გულანთებულ ბავშვებს, რომლებსაც ჭიანჭველისთვისაც არ დაუდგამთ ფეხი, არ შემიძლია ვუყურო როგორ ართმევენ მათ არჩეულ მომავალს.
ვემიჯნები ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის გადაწყვეტილებას, ვგმობ ძალადობას, საქართველო იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი“, – წერს თამარ კაპანაძე.
თაგები:
თამარ კაპანაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს