
ავტორი
Front News საქართველო
ამ კანონით საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი და ვერ გაეხსნება მოლაპარაკებები. უმრავლესობას ეს ესმის და ოქტომბერში აუცილებლად გასცემენ პასუხს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს “ქართული ოცნება” იქცა “ქართულ კოშმარად”.
“ამ კანონით საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი და ვერ გაეხსნება მოლაპარაკებები. ამაზე მარტივად ვერ ვიტყვი.
თუ ვინმეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ “ქართული ოცნება” არის ამ ქვეყნის მტერი და სინამდვილეში, არის ქართული კოშმარი საქართველოსთვის – მაშინ ძალიან ცუდად ყოფილა საქმე, მაგრამ საბედნიეროდ, უმრავლესობას ეს ესმის და ოქტომბერში აუცილებლად გასცემენ მას პასუხს”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა გუშინ განაცხადა, რომ თუ საქართველოს მთავრობა არ შეცვლის ქმედებების კურსს, ქვეყანა წინ ვერ წაიწევს ევროკავშირის გზაზე.
თაგები:
თამარ კორძაია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს