Logo

თამარ კორძაია – ამნისტია ყოველთვის იყო ინსტრუმენტი, რომ ციხეში მყოფი ადამიანების და მათი ოჯახის წევრების ხმები მოეზიდათ

პოლიტიკა
08.07.2024 / 12:05
Frontnews image description

ვურჩევდი საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც რეალურად უნდათ ამ ქვეყნის გადარჩენა, რომ მიიღონ ყველა სიკეთე ამ ხელისუფლებისგან, მაგრამ არჩევანი გააკეთონ სწორი არჩევნებზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

 

“ამნისტია ყოველთვის იყო ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ციხეში მყოფი ადამიანების და მათი ოჯახის წევრების ხმები მოეზიდათ. ამიტომ, არ მიკვირს არაფერი, უბრალოდ მე ვურჩევდი საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც რეალურად უნდათ ამ ქვეყნის გადარჩენა, რომ მიიღონ ყველა სიკეთე ამ ხელისუფლებისგან, მაგრამ არჩევანი გააკეთონ სწორი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

 

მმართველი გუნდი “ამნისტიის კანონს” საბოლოოდ, სამივე მოსმენით სექტემბერში მიიღებს.

 

Advertisement