
ავტორი
Front News საქართველო
“ის ოთხი ადამიანი, რომელსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, გადაწყვეტილებას იღებდა საქართველოს სახელით და ისინი კორუფციაში არიან მხილებული. შესაბამისად, როდესაც ჩვენ პარლამენტში, საქართველოს პოლიტიკურ ორგანოში ვაყენებთ კანონით გათვალისწინებული წესით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური საკითხი და ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ინტერესი. იმიტომ, რომ არ შეიძლება ყურადღების მიღმა დავტოვოთ საქართველოს სახელით სასამართლო განაჩენების და გადაწყვეტილებების გამომტან ადამიანებთან ჩვენი ყველაზე დიდი პარტნიორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, ახლა ადეკვატური იქნება უმრავლესობის მხრიდან მხარდაჭერა და ერთობლივი მუშაობა სასამართლო სისტემაში პრობლემების გამოსავლენად.
“აქ არ არის საუბარი პერსონებზე, არ არის მხოლოდ ის ოთხი გვარი. საქართველოს სახელით იღებდნენ ისინი გადაწყვეტილებას და თუ პარლამენტში არ ვიზრუნებთ სახელმწიფოს სახელის შენარჩუნებაზე, მაშინ რა გარანტია გვაქვს, რომ უმოქმედობის გამო არ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მსგავსი მძიმე გადაწყვეტილებების მიღება“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
თაგები:
თამარ კორძაია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს