თამარ კორძაია – არსებულ პოლიტიკურ რეალობაში ცესკოს ნებისმიერი თავმჯდომარე იქნება უსუსური და უუნარო


ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციონერი დეპუტატის თამარ კორძაიას განცხადებით, ჩვენს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეალობაში ცესკოს ნებისმიერი თავმჯდომარე იქნება უსუსური და უუნარო.
“ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინა ადამიანი, რომელიც ნამდვილად ვერ იმსახურებს ვერავის ნდობას ამ ქვეყანაში, ეს ერთი. მეორე, არსებულ პოლიტიკურ რეალობაში, ცესკოს ნებისმიერი თავმჯდომარე იქნება უსუსური და უუნარო. ამიტომ, ჩვენ ხმა არ მივეცით კანდიდატებს, მაგრამ “ქართული ოცნება” იმას იზამს, რაც უნდა. დაარღვევს შეთანხმებას, რომლის ანულირებაც უკვე მოახდინა”, – განაცხადა კორძაიამ.
საქართველოს პარლამენტში დღეს, რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომაზე, ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების კენჭისყრა მოხდება. კანდიდატებს უკვე მეოთხედ ეყრებათ კენჭი.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა