
ავტორი
Front News საქართველო
ბუნებრივია, “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში ევროპული სახელმწიფოები შეაჩერებენ დახმარებას, იმიტომ, რომ ცალსახად ნათელია, რომ მათ არ აქვთ უტყუარი განცდა იმისა, რომ მათი ფული სწორად იხარჯება ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
“ქართული ოცნება” მტკიცედ ადგას ჩვენი და პარტნიორების დაშორების გზას. ძალიან ხანგრძლივი გაფრთხილებებისა, რომელსაც ევროკავშირი და ევროკავშირის ცალკეული სახელმწიფოები აკეთებენ საქართველოს ხელისუფლებასთან და მის გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, რომლითაც ზიანდება ჩვენი თანამშრომლობა ევროკავშირთან და ევროპულ სახელმწიფოებთან, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვა თავისი შედეგი და ბუნებრივია, “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში, სამწუხაროდ, ევროპული სახელმწიფოები შეაჩერებენ დახმარებას, იმიტომ, რომ ცალსახად ნათელია, რომ მათ არ აქვთ უტყუარი განცდა იმისა, რომ მათი ფული სწორად იხარჯება ამ ქვეყანაში”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
საფრანგეთის ელჩმა განაცხადა, რომ საფრანგეთი საქართველოს დროებით დახმარებას უჩერებს. დიპლომატის თქმითვე, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საფრანგეთი გააძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დახმარებას.
თაგები:
თამარ კორძაია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს