
ავტორი
Front News საქართველო
26 ოქტომბრამდე ეს ბრძოლა არის ყველასი ერთად. ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც არ მივა საარჩევნო უბანზე მისი პასუხისმგებლობა იქნება, ეს ქვეყანა რა დღეშიც ჩავარდება, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
“კოალიციურ მთავრობაში სწორედ განსხვავებული ხედვების პარტიები და ადამიანები მონაწილეობენ. პირველი ნაბიჯი ყველამ გადავდგით რაღაც დათმობის კუთხით. ყველაზე დიდი რამ, რაც ჩვენ გვაერთიანებს არის ის, რომ გვაქვს დადებული პირობა, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ კოალიციაში არ შევალთ “ოცნებასთან”. ამის შემდეგ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ვიკამათოთ პოლიტიკურად სწორად იმ საკითხებზე, რისიც გვჯერა. ევროკავშირში რამდენი პარტია თანამშრომლობს, მაგრამ რაღაც გადაწყვეტილებებამდე მიდიან.
ჩვენ, ყველა პოლიტიკოსს დღეს გვაქვს ნდობა მოსაპოვებელი, “ნაციონალური მოძრაობა” და “ერთიანობა” აღიარებენ, რომ რაღაცები გადააფასეს და წინსვლა უნდათ.
26 ოქტომბრამდე ეს ბრძოლა არის ყველასი ერთად. ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც არ მივა საარჩევნო უბანზე მისი პასუხისმგებლობა იქნება, ეს ქვეყანა რა დღეშიც ჩავარდება”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
თაგები:
თამარ კორძაია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს