
ავტორი
Front News საქართველო
დაუყოვნებლივ უნდა შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო და გადაწყვიტონ, რა სახის ღონისძიებების გატარება შეგვიძლია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთიდან დიდი რაოდენობის ადამიანების შემოდინება არა მხოლოდ საქართველოსთვის წარმოადგენს პრობლემას.
“ის ადამიანები, ვისაც არ უნდათ უკრაინელების წინააღმდეგ ომში მონაწილეობა, გარბიან ქვეყნიდან. ეს მარტო საქართველოსთვის არა, თურქეთისთვის და სხვა ქვეყნებისთვისაც არის პრობლემა, რომლებსაც ლტოლვილების სახით, რუსეთის მოქალაქეები მიაწყდებიან, ამიტომ მგონია, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო, და გადაწყვიტონ, რა სახის ღონისძიებების გატარება შეგვიძლია ამ გლობალური გამოწვევის ფარგლებში“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
თაგები:
თამარ კორძაია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს