
ავტორი
Front News საქართველო
ბოდიშს გიხდით – ეს არის პოლიტიკური კორუფცია ყველას მხრიდან, ვინც ამას ხმას მისცემს, – ამის შესახებ პარლამენტის უფრაქციო დეპუტატიმა თამარ კორძაიამ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა დაწესების კომიტეტის სხდომაზე იმ საკანონმდებლო ინიციატივი შესახებ განაცხადა, რომლის თანახმად საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნა არანაკლებ ორ დეპუტატს შეეძლება.
კორძაიას განცხადებით, რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
“ბოდიშს გიხდით – ეს არის პოლიტიკური კორუფცია ყველას მხრიდან, ვინც ამას ხმას მისცემს. რამდენჯერ უნდა შეცვალოს რეგლამენტი კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ იმიტომ, რომ ვიღაცები იმ წესებს ვერ ვიღებთ, რაც კანონში წერია. არ შეიძლება, ყოველ ჯერზე კანონი მოვირგოთ“, – განაცხადა კორძაიამ.
რეგლამენტში ცვლილებების პროექტი დეპუტატებმა პაატა მანჯგალაძემ, თეონა აქუბარდიამ და სალომე სამადაშვილმა წარადგინეს.
თაგები:
თამარ კორძაია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს