Logo

თამარ კორძაია – ეს არის ყველაზე დაუნდობელი და სასტიკი ხელისუფლება, რაც კი საქართველოს ჰყოლია დამოუკიდებლობის შემდეგ

პოლიტიკა
24.06.2024 / 18:51
Frontnews image description

ეს ხელისუფლება არის ყველაზე დაუნდობელი და სასტიკი ხელისუფლება, რაც კი საქართველოს ჰყოლია დამოუკიდებლობის შემდეგ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, 5 თვე ხდება, რაც ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრია და ამ პერიოდში მან ქვეყანა ომის პირას მიიყვანა.

 

“ეს ხელისუფლება არის ყველაზე დაუნდობელი და სასტიკი ხელისუფლება, რაც კი საქართველოს ჰყოლია დამოუკიდებლობის შემდეგ იმიტომ, რომ ყველაფრის მკადრებელია, ოღონდ თვითონ შეინარჩუნოს ძალაუფლება და მათ მიერ ძალაუფლების შენარჩუნება ცალსახად ნიშნავს იმას, რომ აქ რუსეთის ინტერესების გატარება გაგრძელდება. 

 

ირაკლი კობახიძემ 5 თვეში მოახერხა სასწაული. მან დაანგრია სამოქალაქო მშვიდობა, საბოლოოდ დააპირისპირა საზოგადოება ერთმანეთს და ომის პირას მიიყვანა ქვეყანა. მან მცირედი შესაძლებლობები დატოვა, რომ გაგვეხსნას მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე. მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენ გადავუხვიოთ ჩვენი ევროპული კურსიდან”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები